ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაცია საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს

ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაცია საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შემავალი რუსეთის დელეგაცია იმედოვნებს, საქართველოს მიმართ სანქციები დაწესდება. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით , ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) შემავალი რუსეთის დელეგაცია იმედოვნებს, რომ ნოემბერში, ვენაში გასამართ ასამბლეის მუდმივ კომიტეტში საქართველოს მიმართ სანქციები დაწესდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე რუს პარლამენტარს ვასილი ლიხაჩოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს PACE-ში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განუცხადა. 

პუშკოვის განცხადებით, გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სანქციების დაწესებასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაზე PACE-ს პროცედურების კომიტეტი მიიღებს.

ალექსეი პუშკოვის ინფორმაციით, ვასილი ლიხაჩოვს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრია, ქართულმა მხარემ უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე იმ მიზეზით, რომ ლიხაჩოვი მანამდე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა.