"საქართველოში უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში 10-12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება"

ამის შესახებ ფინანსთან მინისტრმა ნოდარ ხადურმა თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"იმედი გვაქვს, რომ ფონდის კაპიტალი კიდევ უფრო გაიზრდება. ფონდი ძალიან დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი", – განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი 6 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. მისი ხელმძღვანელი კი გიორგი ბაჩიაშვილია. ფონდი 3 ძირითადი სექტორისგან შედგება. ესენია - ტურიზმისა და უძრავის ქონების, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის, ასევე ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის სექტორები.