თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის დამფუძნებლებში ლევან ვასაძეც შედის

თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის დამფუძნებლებში ლევან ვასაძეც შედის

თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის დამფუძნებელთა სიაში ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შედის. როგორც ვასაძემ ჟურნალისტებს დღეს, ფონდის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა , იგი მრჩეველთა საბჭოს წევრადაც მოიაზრება. 

ლევან ვასაძემ განმარტა, რომ თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა იგი მზად არის, ფონდს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს.

"რითაც შემეძლება, დავეხმარები ამ საჭირო საქმეში. ინვესტორებს შორის არ გახლავართ, რადგან როგორც ბიზნესმენი ცალკე ვმუშაობ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, ეს ძალიან დიდი საქმეა. ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ფონდს კვალიფიციური გუნდი უძღვება.