საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ხვალინდელი დებატები ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, დებატების გამართვა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალისთვისაა ჩანიშნული "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა.
"ეს იქნება საპარლამენტო დებატები უმრავლესობას და უმცირესობას შორის, რაც მოითხოვა თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ჩვენ მათზე თანხმობა მივეცით. დებატები გაიმართება მხოლოდ ეკონომიკურ საკითხზე და ამისთვის გამოყოფილია ხვალინდელი დღე", -აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.