"ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიაში დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

"ნაციონალური მოძრაობა" სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიაში დარჩენის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს , - ამის შესახებ კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ პარტიის წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა. 

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კომისიაში 32 საჩივარია შესული. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანზე წერილობითი პასუხი საერთოდ არ არსებობს, ერთადერთი პასუხი იყო, რომ მასალები გადაეცა პროკურატურას, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, თუ დღეს კომისია გადაწყვეტს, დაამტკიცოს ერთთვიანი მუშაობის ანგარიში, ამით დაადასტურებს, რომ კომისია არის უბრალოდ ფიქცია, ფარსი, არ ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, დავტოვებთ კომისიას. იმ ვითარებაში როცა არც ერთ საჩივარზე რეაგირება არ მომხადარა და საუბრის საშუალებაც კი არ მეძლევა, კომისიაში ჩვენი ყოფნა უბრალოდ აზრს კარგავს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია დღეს ერთთვიანი მუშაობის შეაჯამებს. ესაა პერიოდი, როდესაც უწყებათაშორისი კომისია ახალი ფორმტატით ჩამოყალიბდა და მას უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ნაცვლად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.