მაია ფანჯიკიძე რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებს არ გამორიცხავს

მაია ფანჯიკიძე რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებს არ გამორიცხავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებს არ გამორიცხავს , - ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

ფანჯიკიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო აბაშიძე- კარასინის შეხვედრის თემაც, თუმცა ქართული მხარე ამ შეხვედრიდან შედეგს არ ელოდა, რადგან მათ არა აქვთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მანდატი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ერთ თვეში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების შემდგი რაუნდი. როგორც მაია ფანჯიკიძე ფიქრობს, ქართული მხარე უნდა დაელდოს ამ რაუნდს, მითუმეტეს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ქართულმა მხარემ ძალიან დიდი ძალისხმევა გაწია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილიყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხისადმი.

"მომავალი ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე ჟენევის დისკუსიები გაიმართება, ჩვენ ასევე ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, სადაც მთავრი თემა იქნება სწორედ ეს საკითხი. თუ ჟენევის მოლაპარაკებები ისევ არ გვაჩვენებს რაიმე პროგერესს, ისევ იქნება გაყინული ერთ ადგილზე, რასაკვირველია, მთავრობა ფიქრობს, ალტერნატიული გზები გამონახოს, რათა ეს სიტუაცია შიცვალოს. ამ წუთას მე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი ამ მიმართულებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჟენევის შემდეგ უფრო მეტის თქმას შევძლებ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ გამორიცხავს მაღალი დონის შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლებთან, ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ "საერთოდ არაფერს არ გამოვრიცხავ, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის".