თბილისის მერიასთან აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუველებისა და იპოთეკით დაზარალებულთა აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიასთან სამოგლოვიარო გვირგვინი, ცოცხზე მიმაგრებული ვარდები და გიგიუგულავას გადიდებული ფოტო სურათი მიიტანეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გლოვობენ თბილისის მერს, ვინაიდან თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

მათ მერიის თანამშრომელმა მოუწოდა, გვირგვინი და სურათი გაეტანათ მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.