ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე თავდასხმას 50-მდე სტუდენტი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში ისლამისტური მოძრაობა "ბოკო ხარამის" წევრები არიან ეჭვმიტანილები.
თავდასხმა შტატ იობე დამატურუს რაიონ გუჟბაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოლეჯზე გვიან ღამით მოხდა, როდესაც სტუდენტებს ეძინათ.
რაც შეეხება "ბოკო ხარამს", აღნიშნული მოძრაობის მიზანია ჩრდილოეთ ნიგერიაში სახალიფოს შექმნა, რომელიც შარიათის კანონზე იქნება დაფუძნებული.