მიხეილ სააკაშვილი - ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს

მიხეილ სააკაშვილი - ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აშშ-დან დაბრუნების შესახებ პრეზიდნტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ!",-ასეა დასათაურებული ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაცია.

"ამ მიმართვას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰქონდა დიდი გამოხმაურება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზულად მომწიფდა ამ სივრცეში.

ყველას ყელში აქვს პუტინის ქმედებები - უკრაინაში, მოლდოვაში, ჩვენს მეზობელი სომხეთსა და აზერბაიჯანში, რუმენთში, ბულგარეთში, ჩრდილოკავკასიაში და მთლიანად რუსეთში. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.. საქართველოს მადლობას ეუბნებიან, რადგამ ამ ტრიბუნიდან მე სწორედ საქართველოს წარმოვადგენდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გასახარებელი და თავმოსაწონი არაფერი გვაქვს, რადგან ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ.

ამიტომ ახლა არ არის ქიშპობის დრო, მე მზად ვარ, დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია!

ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყრობად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ!

მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ, ძალა ერთობაშია, ჩვენ რუსეთის ამ მცოცავ ანექსიას აუცილებლად შევაჩერებთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეს დაბრუნდა. მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამაბლეაში მონაწილეობდა, სადაც სიტყვით გამოვიდა.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ.