პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ

პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ. მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით წუხელ, 21:00 საათისთვის დაეშვა.

როგორც აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტს გაეროში ძლიერი გამოსვლა ჰქონდა და მათ სურდათ, დახვედრით მადლიერება გამოეხატათ. მათივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი ლიდერია, ვისაც საქართველოს ევროპული კურსით წაყვანა შეუძლია.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში გუშინ დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში შეკრებილ მოქალაქეებს მიესალმა და გაესაუბრა.