დვანში ე.წ საზღვრის გადმოწევა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს

დვანში ე.წ საზღვრის გადმოწევა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს

დვანში ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდეს. მათი განმარტებით, პროტესტი სოციალური ქსელით დაიგეგმა.

"როდესაც ამგვარი რამ შენს მიწაზე ხდება, სულ მცირე, ღირსება უნდა შეგელახოს. მინისტრმა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის გამოცდა. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის გამომცდელი, ვინ აბიტურიენტი და ხომ არ არის ეს ევრაზიულ კავშირში მისაღები გამოცდები?!", - განაცხადა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.
დიცსა და დვანში ე.წ საზღვრის გადმოწევის მიზნით სამუშაოები დღეს განახლდა. ე.წ მესაზღვრეები ამ ეტაპზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ, რის შემდეგაც მავთულხლართების გავლება დაიწყება.
აქცია, სახელწოდებით "არა ოკუპაციას", საოკუპაციო ხაზთან გუშინ ჟურნალისტებმაც გამართეს.