მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ქვეყნის პირველმა პირმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი თომას ბურგენტალი დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ თომას ბურგენტალი 1995-96 წლებში მიხეილ სააკაშვილის დოქტორანტურის ხელმძღვანელი იყო.

თომას ბურგენტალი 2010 წლამდე გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეც იყო.