პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოში მალე იქნება პრეზიდენტის არჩევნები.

"ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოში. ვინც მიგაჩნიათ ღირსად და რომელსაც შეუძლია ამ ურთულეს დროს გაუძღვეს ჩვენს ქვეყანას, მას მიეცით ხმა", - მიმართა უწმინდესმა მრევლს.