სააკაშვილი საქართველოდან მიდის

სააკაშვილი საქართველოდან მიდის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ეწურება, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა მისი რეიტინგი საზოგადოებაში დაბალია.

ცნობილია იმის შესახებაც, რომ სააკაშვილს თავისივე გუნდის წევრებმაც ზურგი შეაქციეს და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.


ოქტომბერში დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე კი, ნაციონალების ნაწილი პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს, ამის შესახებ ექსპერტებიც ღიად საუბრობენ. წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილი არჩევნებამდე საქართველოს დატოვებს, რადგან მას არაერთხელ დაემუქრნენ დაჭერით.