მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ხაიშში "ხუდონჰესის" მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, "ხუდონჰესის" მშენებლობის პროექტი ქართული ეკონომიკის და ენერგეტიკის გაძლიერებაზე არ არის გათვლილი.
"ეს პროექტი კერძო ინვესტორის ინტერესებზეა მორგებული. მის ინტერესებს არ უნდა შეეწიროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, კულტურულ-რელიგიური ძეგლების დატბორვის საშიშროება არსებობს, რაც დაუშვებელია.
სტუდენტების განცხადებით, დღეს ისინი სვანეთში მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გაცილებით მაშტაბურ აქციას გამართავენ.