დვანში, ე.წ. საზღვართან ოსური მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან

დვანში, ე.წ. საზღვართან ოსური მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან

ქართველი ჟურნალისტები რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად დვანში უკვე ჩავიდნენ. ე.წ საზღვარზე იმყოფებიან სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. დვანში, ე.წ. საზღვართან მედიის წარმომადგენლები ქართული დროშებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ. რამდენიმე წუთში ლოზუნგით - "არა მცოცავ ოკუპაციას!" საპროტესტო აქცია დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია იცავს.

ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ოსური მედიის წარმომადგენლები. ქართველ ჟურნალისტებს მათი მიმართულებით დროშები და ტრანსფარანტები აქვთ გაშლილი.