სოსო ჯაჭვლიანი ვაჟა-ფშაველას წერილის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანას მოითხოვს

სოსო ჯაჭვლიანი ვაჟა-ფშაველას წერილის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანას მოითხოვს

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ინიციატივით მიმართა, რომ ვაჟა-ფშაველას წერილი - "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი" , სასკოლო სახელმძღვანელოების პირველ გვერდზე, სხვადასახვა ენაზე ნათარგმნი დაიბეჭდოს.

"ვაჟა-ფშაველამ 100 წლის წინ ორ გვერდზე დაწერა წერილი - "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი". ადამიანი ვერასოდეს ვერ გახდება კოსმოპოლიტი, თუ არ არის პატრიოტი, სხვას ვერასოდეს ვერ გაუგებ, როცა არ გესმის შენი. მე მინდა მივმართო გიორგი მარგველაშვილს, რომ ეს წერილი, რომელიც ორი გვერდიც კი არ არის, სასკოლო სახელმძღვანელობის პირველ გვერდზე დაიბეჭდოს,"- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

დღესვე პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ჯაჭვლიანის ინიციტივას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაჟას წერილი მართლც განსაკუთრებული წერილია.

"ეს განსაკუთრებული წერილია, მხოლოდ გვერდნახევრიანი. ეს წერილი შეიძლება, მართლა შევიდეს როგორც კონფლიქტოლოგიის, ისევე ნებისმიერ ქვეყანაში ერთიანი ეთნიკური პრობლემების გადაჭრის სახელმძღვანელოში. სოსო ამ წერილზე საუბრობდა, მე მართლა ვიზიარებ მის აღტაცებას, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველამ ეს მე-18 საუკუნის ბოლოს დაწერა, ათას რვაას რომელიღაცა წელში, არ მახსოვს კარგად. მე ყველას მოვუწოდებ, ეს წერილი გადაიკითხოს. პატარა წერილია და სახელმძღვანელოა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, სადაც მრავალი ეთნოსი ერთად ვაშენებთ ქვეყანას. ბუნებრივია, ამ წერილს უნდა გაეცნოს საქართველოს ყველა მოქალაქე, როგორ გაკეთდება ეს უკვე სხვა თემაა," – განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრა დღეს გარდაბანში გამართა.