პაატა ზაქარეიშვილი - ყველას მოვუწოდებ, პროვოკაციას არ აყვნენ

პაატა ზაქარეიშვილი - ყველას მოვუწოდებ, პროვოკაციას არ აყვნენ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დვანში დაძაბულობის შექმნა რუსეთის ინტერესებში შედის. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ჟურნალისტებთან საუბრისასგანაცხადა. მან კომენტარი გააკეთა დვანში დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, რადგან რუსეთი არის დაინტერესებული პროვოკაციის მოწყობაში და დაძაბულობის შექმნაში.

"ყველას მოვუწოდებ, არ აყვნენ პროვოკაციას, რაც რუსეთის ინტერესებშია, ეს დაძაბულობა ყველაზე მეტად არ აწყობს საქართველოს. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება სწრაფად ვიმოძრაოთ ევროპისკენ. ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ამ მიმართულებით. სხვა სახელმწიფოების მიმართ რუსეთმა მოახერხა, რომ ჩაეთრია პროვოკაციაში. დღეს ამას ცდილობს სწორედ მავთულხლართების გავლებით. მავთულხლართები ხან იქნება და ხან არ იქნება" - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთს სჭირდება ტემპერატურის აწევა და დაძაბული სიტუაციების შექმნა დვანში და ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავკეთოთ, რომ აღშფოთება და პროტესტი არ გადაიზარდოს ისეთ ქმედებაში, რასაც შემდგომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს და კიდევ უფრო უკან დაგვხევს ევროპისაგან, ვიდრე დღეს ვართ.