ჟურნალისტები სოფელ დვანისკენ მიემართებიან

ჟურნალისტები სოფელ დვანისკენ მიემართებიან

სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენელი ჟურნალისტები სოფელ დვანისკენ მიემართებიან. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დვანში, საოკუპაციო ზოლიდან 40 მეტრის დაშორებით , გაიმართება მედიის წარმომადგენლების აქცია ლოზუნგით - "არა მცოცავ ოკუპაციას".

ჟურნალისტები სასტუმრო "რედისონთან" შეიკრიბნენ. დვანში დაგეგმილი აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელ facebook-ში მოხდა. მედიის წარმომადგენლები ოკუპაციას სხვადასხვა ლოზუნგებით გააპროტესტებენ.

დღევანდელ აქციას ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობა გააკონტროლებს და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.