ქართველი ჟურნალისტები რუსულ ოკუპაციას დღეს დვანში გააპროტესტებენ

ქართველი ჟურნალისტები რუსულ ოკუპაციას დღეს დვანში გააპროტესტებენ

ქართველი ჟურნალისტები დღეს, რუსულ ოკუპაციას ქარელის რაიონ სოფელ დვანში გააპროტესტებენ. ჟურნალისტების აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მოხდა.

სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები თბილისიდან 11:30 საათზე გეგმავენ გასვლას. შეკრების ადგილი 11:00 საათზე, "ვარდების მოედანია".

სოციალურ ქსელში, დვანში, საოკუპაციო ზოლთან დაგეგმილ აქციაზე დასწრების სურვილს 200-ზე მეტი ჟურნალისტი გამოთქვამს.

მედიის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ, რუსი მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას და მავთულხლართების გავლებას გააპროტესტებენ.