დავით უსუფაშვილი - გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური აღმოჩენაა

დავით უსუფაშვილი - გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური აღმოჩენაა

გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური აღმოჩენაა, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა "პოზიციაში" გააკეთა.

"ყველა დანარჩენს ჩვენ გვხედავდა, როცა თავად პოლიტიკაში არ იყო, ხოლო მარგველაშვილი პოლიტიკაში არის მისი აღმოჩენა, რადგან თვლის, რომ არის აი ასეთი კაცი... ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პროექტში, პრეზიდენტობის ამ კანდიდატის წარმატებისთვის და პოსტზე მისი წარმატებული საქმიანობისთვის, ყველაფერს გააკეთებს, რაც მას შეუძლია", - განაცხადა დავით უსუფშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამას NDI-ის კვლევების ანალიზიც ცხადჰყოფს. უსუფაშვილი ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში ისეთ დემოკრატიას ისურვებდა, სადაც პრეზიდენტები და ქალაქის მერები სწორედ მეორე ტურში გამოვლინდებიან.