პარლამენტის თავმჯდომარეს მთავრობასთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვს

პარლამენტის თავმჯდომარეს მთავრობასთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მთავრობასთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. "მაქვს კითხვები ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშურებით. დღეს მე ვისმენ ძალიან დამაჯერებელ არგუმენტებს და ანალიზს იმის თაობაზე, რომ განვლილი სამი კვარტლის განმავლობაში, მეტი ტემპით ეკონომიკის ზრდა შეუძლებელი იყო. მაქვს კითხვა, შარშან დეკემბერში, როდესაც 6%-იანი ზრდა დაიგეგმა, მაშინ ეს პრობლემები ცნობილი არ იყო მთავრობისთვის?! ვერ დაინახეს?! ვერ განჭვრიტეს?!", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.

მისი თქმით, კითხვის არსი იმაში არ მდგომარეობს, თუ რატომ შეეშალათ. "როცა ამ კითხვას ვსვამ, მინდა მქონდეს სანდოობა იმ გაანგარიშებებთან დაკავშირებით, რომელიც ახალ ბიუჯეტშია ჩადებული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რომ არა ხელისუფების ცვლა, სადღეისოდ ადგილი ექნებოდა არა ეკონომიკურ ვარდნას, არამედ უფსკრულში წასვლას. "ჩვენმა მოსვლამ ეს შეაჩერა", - დასძინა უსუფაშვილმა.
1-ელ ოქტომბერს, პარლამენტში, ეკონომიკურ საკითხებზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.