მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, რომ ოკუპანტს არ დავუწექით

მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, რომ ოკუპანტს არ დავუწექით

საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რის გამო მოიხადა ბოდიში გაერო-ს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ”ტელეიმედის” გადაცემა "ღია ეთერში" ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, მან ბოდიში იმათ მოუხადა, ვინც მისი მთავრობის პერიოდში "ვერ იხეირა".

"რა თქმა უნდა, ბევრმა ვერ იხეირა და მათ მოვუხადე ბოდიში. რა თქმა უნდა, ჩვენს რადიკალურ მეთოდებს ზოგიერთი ადამიანისთვის მძიმე შედეგი ჰქონდა. რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში არიან, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე მკვეთრად შემცირდა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს მოვუხადე მე ბოდიში და არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, რომ ოკუპანტს არ დავუწექით. პირიქით, საქართველო ჩვენ ვაქციეთ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად ბევრი დადებითისა, ბევრი რაღაც დარჩა გასაკეთებელი და შეცდომებიც იყო. "იმდენი რაღაც დაგვრჩა გაუკეთებელი, იმდენი შეცდომა მოხდა, რა თქმა უნდა ჩემს ხალხს ჩემგან ეკუთვნის ბოდიშის მოხდა", -განაცხადა სააკაშვილმა.