მეთიუ ბრაიზას ისე ციტირებთ, გეგონება ჯეფერსონი, ვაშინგტონი და მსოფლიოს მთავარი კანონმდებელია

მეთიუ ბრაიზას ისე ციტირებთ, გეგონება ჯეფერსონი, ვაშინგტონი და მსოფლიოს მთავარი კანონმდებელია

მეთიუ ბრაიზას ისე ციტირებთ, გეგონება ჯეფერსონი, ვაშინგტონი და მსოფლიოს მთავარი კანონმდებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა "ღია ეთერში" ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ამით მიხეილ სააკაშვილი მეთიუ ბრაიზას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დიდი შეცდომა უწოდა იმას, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა დ ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლით უპასუხა.

"ეს საერთოდ რა იდიოტიზმია, თქვენ თვითონ თუ გესმით?! რას ნიშნავს რუსებმა და ოსებმა გაგვიხსნეს ცეცხლი და ჩვენ რა უნდა გვექნა? !მეთიუ ბრაიზას ისე ციტირებთ, გეგონება ჯეფერსონი, ვაშინგტონი და მსოფლიოს მთვარი კანონმდებელია. როდესაც გესვრიან, მთავრობის, პრეზიდენტის უწმინდესი და კონსტიტუციური ვალდებულებაა საპასუხო ცეცხლის გახსნა. ეს რომ არ გაგვეკეთებინა 2008 წელს, იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით, როგორც შევარდნაზე 1998 წელს აღმოჩნდა გალში",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მთავრობა ასე რომ არ მოქცეულიყო, ვლადიმერ პუტინი 2008 წელს თავის მიზანს მიაღწევდა. "ცხინვალის ბრძოლის მერე ვერ შემოვიდა მტერი და ვერ დაიკავა თბილისი. ვერ დაამხო ქართული სახელმწიფოებრიობა. მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით და იმიტომ დაგვიცვა, რომ ჩვენ თვითონ დავდექით ჩვენი თავისუფლების დასაცავად",-განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭირო რომ გახდეს, ახლაც იგივე ნაბიჯებს გადადგამდა.