სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ოფიციალური განცხადება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ოფიციალური განცხადება

საქართველოში მცხოვრები მოსახლეობისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ საკუთარ ქვეყანაში ვინმე დევნილი იქნებოდა და ათასობით ქართველი დააფხაზი შეეწირებოდა ამ პროვოკაციას, თუმცა 20 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისმხარდაჭერით და მაშინდელი ხელისუფლების სისუსტით ჩვენ ეს რეალობა მივიღეთ.

კონფლიქტის მხარეებად არ უნდა მოვიაზრებდეთ ქართველებსა და აფხაზებს, ამდენად ჩვენი, ქართველების წმინდა მოვალეობაა გავუწოდოთაფხაზებს მეგობრობის ხელი და აღვადგინოთ ერთობა. უმთავრესი გზა აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისა არის საქართველოს სწრაფი და მყარიინტეგრაცია მსოფლიოს პროცესებში საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებით.

ახალგაზრდა თაობამ, რომელმაც არც კი იცის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები, რომლებაც წარმოდგენაც კი აქვთ როგორიაე.წ. საზღვრის მიღმა არსებული საქართველო, ურთიერთსიყვარულის, ურთიერთდათმობისა და რაც მთავარია ურთიერთშენდობის გზით უნდაშეძლოს კონფლიქტური სიტუაციის დათბობა აფხაზ და ქართველ ხალხს შორის, მთავარი სათქმელი დღეს ჩვენზე, მომავალ თაობაზეა.

გვსურს სამძიმარი ვუთხრათ საქართველოს ერთიანობისთვის თითოეული გარდაცვლილის ოჯახს. აფხაზი და ქართველი ახალგაზრდებისდაახლოვება არის ერთ-ერთი გასაღები არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ერთიანი, მთლიანი დაძლიერი ქვეყანა.