„Medical House” - „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებისათვის აქცია გაიმართება

„Medical House” - „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებისათვის აქცია გაიმართება

28 სექტემბერს,13 საათზე,  „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებისათვის   ქართულ ამერიკულ კლინიკაში „Medical House”  (ბერბუკის 10, სპორტის სასახლის უკან)გაიმართება აქცია , სადაც ამერიკაში მოღვაწე ექიმი თემური ღურჭუმელიძე მათ გასინჯვა -კონსულტაცის გაუწევს. კლინიკაში ასევე მოხდება მათი დიაგნოსტირებაც. თემური ღურჭუმელიძე აშშ-ს ქალაქ სანდიეგოს საოჯახო მედიცინის კლინიკა Pacific Shore Medical Clinic-ისა და 3 მოხუცებულთა თავშესაფრის  ხელმძღვანელია.

იგი სამდღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს. აქციის ფარგლებში „Medical House“სა  და „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის მიხედვითაც ქართულ ამერიკულ კლინიკაში „Medical House” და ექიმი თემური ღურჭუმელიძე  აღნიშნული პანსიონატის პატრონაჟს განახორციელებს.