თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა

თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა

თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ. მანამდე კი თბილისის საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.
სიტყვით გამომსვლელთან მოქალაქე მივიდა, რომელმაც შეკრების განმარტება ითხოვა.

"რა გინდათ, რას ითხოვთ, რისთვის ხართ შეკრებილები, ამხანაგობებმა რა გააკეთეთ, ჩემს კორპუსში არაფერი მომხდარა", - ამ სიტყვებით მიმართა მოქალაქემ სიტყვით გამოსვლელებს. ამას აქციის მონაწილეებს შორის ხმაური მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ მოქალაქე, რომელიც მათ მიმართავდა ნასვამი და შემოგზავნილი იყო.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას მოუწოდეს, მოქალაქე გაეყვანათ. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც აქციის მონაწილეებმა მოქალაქის ტერიტორიიდან გაყვანა შეძლეს.

საკრებულოს წინ ამხანაგობების თავმჯდომარეების აქცია მიმდინარეობს. ისინი საკრებულოს ახალ უმრავლესობას სთხოვენ იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც საკრებულომ 19 აგვისტოს მიიღო და რითაც ამხანაგობებს ბიუჯეტი შემცირდათ. ისინი ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციაზე სკანდირებენ "ვირთხებო გამოდით".