ემზარ გოგუაძე - საზმაუწყებლის ბორდი შესაძლოა, უუნარო გახდეს

ემზარ გოგუაძე - საზმაუწყებლის ბორდი შესაძლოა, უუნარო გახდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ეკა მაზმიშვილმა ბორდის დატოვების თხოვნით განცხადება დაწერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეკა მაზმიშვილმა განცხადება რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის სახელზე დაწერა, რაც გოგუაძის განმარტებით, არასწორია; განცხადება პარლამენტის სახელზე უნდა დაწერილიყო, რის გამოც, მაზმიშვილს უფლებამოსილება არ შეწყვეტია.

ემზარ გოგუაძის თქმით, ბორდიდან კიდევ ერთი წევრის გასვლის შემთხვეაში, არსებობს საფრთხე, რომ სამეთვალყურეო საბჭო უუნარო გახდეს. მისივე შეფასებით, მაუწყებელი საფრთხის წინაშე დადგება.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ ვინმე ბორდის დატოვებას აპირებს, მოსალოდნელი შედეგები უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ავთო ანთიძე ამჟამად სტაციონარში იმყოფება.