"ქართული ოცნების" ლიდერებმა ქუთაისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

კოალიციის ლიდერები გმირთა მემორიალთან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სოხუმის დაცემის დღე არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაივიწყოს.

აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად ლოცვა ქუთათელ გაინათელმა მიტროპოლიტრმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა.

ქუთაისში გმირთა მემორიალთან, როგორც თანამდებობის პირები, ასევე, რიგითი მოქალაქეებიც იკრიბებიან და მემორიალს ყვავილებით ამკობენ.