სამების საკათედრო ტაძარში ხატი

სამების საკათედრო ტაძარში ხატი "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მიაბრძანეს

ხატი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აფხაზების და ქართველების შერიგებასთან დაკავშირებით დაიწერა.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი ხატს აკურთხებს და ოცი წლის წინ დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ხატი თავდაპირველად გმირთა მოედანზე მიაბრძანეს, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა მოეწყო.

მსვლელობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, საზოგადოების წარმომადგენლები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები მონაწილეობდნენ.