პაატა ზაქარეიშვილი:  სააკაშვილი სჯობდა რუსეთთან მიმართებაში კორექტული ყოფილიყო, ვიდრე ემოციური

პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილი სჯობდა რუსეთთან მიმართებაში კორექტული ყოფილიყო, ვიდრე ემოციური

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში გამოსვლას ნორმალურს უწოდებს. 

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი სწორედ მოიქცა, რომ გარეთ შიდა პრობლემები არ გაიტანა და სამიზნედ რუსეთი აირჩია.

"მას ხშირად სჩვეოდა უცხოეთიდან საკუთარი სამშობლოს თათხვა, მაგრამ ამჯერად რუსეთი აიღო სამიზნედ და ეს მიმართულება ნორმალურია. მის მიერ შერჩეულ ლექსიკას არ ჰქონდა ისეთი ეფექტი, როგორიც უნდა ჰქონოდა, რადგან მაშინ როდესაც რუსეთის მიმართ სირიის საკითხის გამო ისედაც კრიტიკული დამოკიდებულა არსებობს, მისმა ლანძღვამ უცხოელებში დაბნეულობა გამოიწვია, პრეზიდენტის განცხადებები კი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამართლებული შეიძლება ყოფილიყო, კონტექსტიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილება დატოვა და არასწორი ფორმის გამო ეფექტიც დაიკარგა. სჯობდა რუსეთთან მიმართებაში კორექტული ყოფილიყო ვიდრე ემოციური", - პაატა ზაქარეიშვილმა.