თელავის რაიონის სოფელ გულგულაში საპროტესტო აქცია გაიმართა

თელავის რაიონის სოფელ გულგულაში საპროტესტო აქცია გაიმართა

თელავის რაიონის სოფელ გულგულაში საპროტესტო აქცია გაიმართა. მევენახეები ყურძენზე დაწესებულ ფასს და ტერიტორიების მიკროზონებად დაყოფას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ზონებად დაყოფილი ადგილებიდან მოკრეფილ ყურძენში მათ 1 ლარზე მეტს არ უხდიან, მაშინ, როცა სხვა ზონაში დაკრეფილი მოსავალი ლარი და ოცი თეთრით არის შეფასებული.

ადგილობრივებს ყურძნის ჩაბარების პრობლემაც აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ღვინის ქარხნები გულგულაში მოკრეფილი ყურძნის მიღებაზე უარს აცხადებენ. აქციაზე, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი მივიდა. მისი თქმით, არც ერთ მევენახეს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება.