ირაკლი ალასანია დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებს ნების გამოცდად აფასებს

ირაკლი ალასანია დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებს ნების გამოცდად აფასებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პოლტიკური და საზოგადოებრივი ნების გამოცდად აფასებს.

როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მოწინააღმდეგის ამ პოლიტიკას საქართველო არავითარ შემთხვევაში არ აჰყვება.

"ჩვენ ძალიან გონიერად, დიპლომატიური და საერთაშორისო ზეწოლით შევაჩერებთ ამ პროცესს. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, მათ შორის, აფხაზებსა და ოსებს, რომ გვინდა მშვიდობიანად ურთიერთობისა და ნდობის აღდგენა მათთან და არა ბრძოლით და ომით. ეს არის საქართველოს პოლიტიკა და დედამიწის ზურგზე ვერავინ გადაგვახვევინებს ამ პოლიტიკიდან", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.