ირაკლი ალასანია - აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ სხეულს გავამთლიანებთ

ირაკლი ალასანია - აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ სხეულს გავამთლიანებთ

ჩვენ აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ სხეულს გავამთლიანებთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ სოხუმში დაცემულ გმირთა მემორიალის გვირგვინის შემკობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, 20-მა წელმა არ გაანელა ის ტკივილი და სიცარიელე, რაც ქართველი ვაჟკაცების დაღუპვამ დატოვა. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ტკივილი, შესაძლოა, მხოლოდ მომავლის იმედმა შეავსოს.

"განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ქართველებს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი რწმენა და ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენს ტერიტორიულ სხეულს გავამთლიანებთ. ეს გარდაუვალია, მაგრამ ამას სჭირდება დიდი სიმტკიცე, რის მაგალითსაც ამ კედელზე ჩვენი გმირების გვარები კიდევ ერთხელ გვახსენებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.