სომხეთის მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

სომხეთის მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ძალისხმევას ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში. განაცხადა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და სომხეთის მმართველი პარტიის პრესმდივანმა ედუარდ შარმაზანოვმა მიხეილ სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლის საპასუხოდ.

"ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევას, მშვიდობანად და პოლიტიკური გზით მოაგვაროს ყარაბაღის საკითხი", - განაცხადა შარმაზანოვმა. მისივე თქმით, ამ გზაზე ერთადერთი დაბრკოლება აზერბაიჯანია, რომელიც არაკონსტრუქციულია.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე გამოსავლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს სომხეთის ბოლომდე გამარჯვება აზერბაიჯანზე.

"როგორ ფიქრობთ, მაგალითად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს ის, რომ სომხეთმა ბოლომდე გაიმარჯვოს აზერბაიჯანზე? არა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი ზედმეტად ძლიერი და ზედმეტად დამოუკიდებელი იქნება. ფიქრობთ თუ არა, რომ საწინააღმდეგოა რეალობა, ანუ მოსკოვს სურს ბაქოს გამარჯვება ერევანზე? რა თქმა უნდა, არა. მოდერნიზებული და დინამიკური აზერბაიჯანის აღზევება რუსი ლიდერებისთვის კოშმარის ტოლფასია. არა, მათ არც ერთი მხარის გამარჯვება არ სურთ. მათი მიზანი საკუთრივ კონფლიქტია, რადგან ეს უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის დამოკიდებულებას და აფერხებს მათ ევროპულ ინტეგრაციას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.