ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია. როგორც ალაფიშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" განაცხადა, დარღვევა არის ის, რომ პრემიერ-მინისტრს 4 საათის განმავლობაში დაკავებული ჰქონდა სამი ტელევიზიის პირდაპირი საეთერო დრო და ძალიან დიდი წილი საუბრის შეეხებოდა საარჩევნო თემატიკას. 

"ეს საკითხი გახდება ალბათ მსჯელობის საგანი და დარწმუნებული არ ვარ, რომ არ მოხდება არჩევნების მონიტორინგის სამსახურში. ეს ეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამუშაო საათებში მთავრობის პირველი პირი ოთხი საათის განმავლობაში პირდაპირი ეთერით სარგებლობდა და საუბრობის ძალიან დიდ წილი დაეთმო საარჩევნო თემატიკას. წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელეებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები დაწესებული აღნიშნულთან მიმართებაში", - აღნიშნა ალაფიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ექსპერტებს შეხვდა საკუთარ ბიზნესცენტრში. შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა და ტელევიზიების პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა.