"შიდა მოკვლევის შედეგად, ჩვენ რეიტინგს ცოტა უფრო მეტს ვხედავთ"

ასე გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

"ყველა კვლევას ყურადღებით ვაკვირდებით. ყურადღებით ვაკვირდებით იმ დინამიკას, რომელიც სხვადსახვა კვლევებში პერიოდულად ჩანს. NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ერთ-ერთ მათგანია. ჩვენი შიდა მოკვლევის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ცოტა განსხვავებული მონაცემები გვაქვს. ცოტა უფრო ჩვენს რეიტინგს მეტს ვხედავთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა - 39% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე 18%-ით, მესამე ადგილზე კი 7%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა.