ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე NDI-ის კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
"ეს არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში მთელს მსოფლიოში მუშაობს და ასეთ გამოკითხვებს ატარებს, ამიტომ მის კომპეტენტურობაში ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტან. ის ფაქტი, რომ ჩემსა და ხელისუფლების კანდიდატის შორის განსხვავება 20%-ია, ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მძაფრი არჩევნები გველოდება. რაც შეეხება ჩემს მხარდაჭერას, ეს ჩემთვის პირველ რიგში, ძალიან დიდი პატივი და ტვირთია და მე ვეცდები, რომ ბოლომდე გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებას ნდობა გავუმართლო", - განაცხადა ბაქარძემ.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა - 39% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა.
რეიტინგში მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე 18%-ით, მესამე ადგილზე კი 7%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა.