"პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რა მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწეა"

ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. 

"10-11 წლის განმავლობაში, რაც მე პრეზიდენტის გამოსვლებს ვუსმენ, როგორც მოქალაქე და როგორც დიპლომატი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა საუკეთესო გამოსვლა იყო ფორმითაც და შინარსითაც. პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაანახა არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოს, რა მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწე იყო ის, მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონდეს ჩვენი პრეზიდენტის მიმართ", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, "პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ნათქვამი ის სიმართლე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობაში ყველამ იცის, მაგრამ პოლიტიკური კორექტულობის გამო საერთაშორისო საზოგადოება ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს".

"პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღება მიაქცევია იმ საფრთხის მიმართ, რასაც რუსეთი და რუსეთის პროექტები წარმოდგენს და თუ ვინმეს ჰქონია, რომ ბატონი პუტინის განწყობა-გუნება, ან ჩვევა-წესები შეიცვლება, ძალიან ცდება. რასაც ჰპირდება ბატონი პუტინი დანარჩენ სამყაროს ან აკეთებს, ან კიდევ ძალიან შეეცდება, რომ გააკეთოს, ამიტომ ევრაზიული კავშირი დღეს საქართველოსთვის და განსაკუთრებით მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის საშინელი საფრთხის შემცველია", - განაცხადა ვაშაძემ.