ოცნება - ახალი სკანდალი - „საზმაუს დედა აღარ ჰყავს“

ოცნება - ახალი სკანდალი - „საზმაუს დედა აღარ ჰყავს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საკნდალურ განცხადებას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვის იდეას ეხებოდა, დეპუატატის ფეისბუქის გვერდზე განხილვა მოჰყვა.

როგორც ოზურგეთის მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე კომენტარებში წერს მისი განცხადება ნახევრად პროვოკაციული იყო, თუმცა ოცნების წევრი იმასაც აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვა შუძლებელი არ არის და ის თანამოაზრეთა კონსოლიდირებას აპირებს - „შეუძლებელი რატომაა? შესაძლებელია და მართლა უნდა დავიწყო თანამოაზრეთა კონსოლიდაცია პარლამენტში. ძალიან ბევრი მხარდამჭერი იქნება“. დეპუატის განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელს „დედა აღარ ჰყავს“

„ საზმაუს რომ დედა აღარ ჰყავს და რაღაცა უნდა ვიღონოთ სასწრაფოდ, ესეც ხომ სახეზეა. სრული სერიოზულობით კი ვაცხადებ, რომ აბსოლუტური რეორგანიზაციაა საჭირო. ფუნდამენტალური“ - წერს დეპუატატი ფეიბუქში, ორი დღის წინ კი კვაჭანტირაძემ ასეთი განცხადება გაავრცელა.

„საზმაუს დახურვის მომხრე ვარ. დიახ, საერთოდ უნდა დავხუროთ , რადგანაც წურბელებად იქცნენ და ვერადა ვერ გახდნენ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები. იქ, დღესაც მოკალათებულები არიან ნაცების ხელისუფლების მანქურთები და ათასგვარ ინტრიგას ხლართავენ. ჩვენ კი მათ ხელფასებს ვუხდით. 40 მილიონი (!!!) კი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან ხმარდება ამ არხს სხვა კეთილ საქმეებს მოვახმაროთ. ერთადერთი გადაცემა, რომლის სხვა არხზე ყურებას დაბეჯითებით ვისურვებდი გოგი გვახარიას ''წითელი ზონაა''.“