მნიშვნელოვანი იყო, რომ გაეროში პრეზიდენტმა დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

მნიშვნელოვანი იყო, რომ გაეროში პრეზიდენტმა დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, საქართველოს პრეზიდენტმა დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. 

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გავლებაზე.

"მან ძალიან მკაცრად, ძალიან პრინციპულად დააყენა საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რათა მოხდეს ამ პროცესების შეჩერება, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვთვლი, რომ ეს ტრიბუნა უნდა ყოფილიყო გამოყენებული ასეთი საფრთხის მატარებელი პროცესების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის და მან ეს გააკეთა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.