"საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, თუ მთავრობა ტოტალურ გაყალბებაზე არ წავიდა"

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" დევნა მიმდინარეობს, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი დაპატიმრებულია, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ათასობით აქტივისტს დაკითხვებზე ატარებენ. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში იყო ძალადობის ძალიან ბევრი შემთხვევა, შეხვედრების ჩაშლის მცდელობები. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მეორე ტური "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გარდაუვალია, თუ მთავრობა ტოტალურ გაყალბებაზე არ წავიდა", - განაცხადა გაბაშვილმა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა - 39% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 18%-ით, მესამე ადგილზე - "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე 7%-ით.