გელა ხვედელიძეს არ სურს, მისი ბრალდების საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

გელა ხვედელიძეს არ სურს, მისი ბრალდების საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც გელა ხვედელიძემ უარი თქვა იმაზე, რომ მისი საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცეს.

როგორც პროცესზე გელა ხვედელიძემ განაცხადა, ის დანაშაულს არ აღიარებს.

ამასთან, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები დანაშაულის დასამტკიცებლად. ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურება, რომ გელა ხვედელიძეს რაიმე დისკი ჰქონდა და მან გაავრცელა.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ხვედელიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუადგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

საქმის არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავეს.

მას ბრალი სსკ 157-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევაში ედება, რაც სხვისი პირადი საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.