მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის პარალელურად, ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ტრადიციული, არაფორმალური შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრას ევროპის 28 ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ვილნიუსის სამიტისთვის დასახულ მიზნებსა და სამიტის შემდგომ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგანაც ვილნიუსის სამიტის წინ ჩვენ ვსარგებლობთ ყველა შემთხვევით, რომ ჩვენს კოლეგებთან განვიხილოთ აქტუალური თემები. ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელ პერიოდზე და ჩვენს მოლოდინებზე. როგორც იცით, სამიტიდან რამდენიმე თვეში ჩვენ ველით ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შეხვედრის

მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხლეს საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.