NDI-ის კვლევის თანახმად, ამ კატეგორიის რეიტინგში მეორე ადგილზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძეა, რომელსაც 36% აქვს, მას მოჰყვება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი - 34%, შემდეგ ადგილზეა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძე - 33%-ით.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 838 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.