ოკუპანტებმა დვანის მოსახლეობას შეუთვალეს, რომ მათი სახლების ტრაქტორებით დანგრევას აპირებენ

ოკუპანტებმა დვანის მოსახლეობას შეუთვალეს, რომ მათი სახლების ტრაქტორებით დანგრევას აპირებენ

ამის შესახებ "პირWელის" ადგილობრივ კორესპონდენტს დვანში მცხოვრებმა აკაკი ყორაშვილმა განუცხადა, რომლის თქმით, მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინშია.

"ჩვენ რუსებმა შემოგვითვალეს, რომ ტექნიკით, ტრაქტორებით სახლების დანგრევას აპირებენ. რადგან ჩვენი სახლები ამ ტერიტორიაზე ექცევა, გადავწყვიტეთ ჩვენი ხელითვე დაგვენგრია, რადგან შემდეგ სამშენებლო მასალა რამეში მაინც გამოვიყენოთ. ხეხლის ბაღები უკვე მოვჭერით და ვენახები გავჩეხეთ, იმედი გვაქვს, ხელისუფლება ფინანსურად დაგვეხმარება და კომპენსაციას მოგვცემს", - განაცხადა ყორაშვილმა.

სოფელ დვანში ოკუპანტები "საზღვრის დემარკაციის" სამუშაოებს დღესაც აგრძელებენ.