დავით საგანელიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურს გამორიცხავს

დავით საგანელიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურს გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგი საარჩევნო გარემო შეიქმნას, თუმცა ხარვეზები, რაც კვლევებში ფიქსირდება, იმ კომპანიების მუშაობის შედეგია, ვინც კვლევებს ატარებს. 

ხარვეზებს, დავით საგანელიძე, NDI-ის ბოლო კვლევაშიც ხედავს. როგორც მან დღეს გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას განაცხადა, მას აქტიური შეხვედრები აქვს მოსახლეობასთან და კარგად იცნობს არსებულ განწყობებს.

საგანელიძის თქმით, იდეაშიც კი გამორიცხულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო.

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე - ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 39%-მა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. მეორე ადგილზე 18 პროცენტით არის დავით ბაქრაძე.

ამასთან, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელია, 31 პროცენტის აზრით - არა, 19 პროცენტის პოზიცია ამ კითხვაზე ნეიტრალურია, 19 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.