კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში ეფიქრა პრობლემებზე, რომლის თავი და თავიც თვითონ არის

კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში ეფიქრა პრობლემებზე, რომლის თავი და თავიც თვითონ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის შეფასებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, თუმცა, მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში ეფიქრა პრობლემებზე, რომლის თავი და თავიც თვითონ არის, - ასე ეხმაურება დავით საგანელიძე გაერო-ში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას. 

"ეს პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლაა გაერო-ს ანამბლეაზე. ამით ისარგებლა და ნეგატიური განწყობა, რომელიც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ მის მიმართ არსებობს, პატრიოტული გამოსვლით გადაფარა, რომ ძალიან აწუხებს ტერიტორიები იკარგება და "საზღვარზე" ეს პრობლემები ჩნდება, თუმცა მას დაავიწყდა, რომ ამის თავი თვითონაა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გარკვეული მიმართულებებით პრეზიდენტის პოზიცია იყო სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან წარმოდგენილი, მაგრამ ამ კონტექსტშიც, დავით საგანელიძე აფიქსირებს, რომ საკითხებზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში ისაუბრა, 9 წლის განმავლობაში უნდა ეფიქრა.