NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. პატრიარქი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. ილია მეორის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტთა 90 პროცენტი.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).