ცეზარ ჩოჩელის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან

ცეზარ ჩოჩელის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს შორის. 

შეხვედრა კითხვა პასუხის ფორმატით გაიმართება. ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ისაუბრებს და საზოგადოებასსაკუთარ შეხედულებებს გააცნობს. კერძოდ, რა ვითარებაში და როგორ ხდებოდა ბიზნესის წარმოება საქართველოში, რა სირთულეებთან იყოდაკავშირებული წარმოების განვითარება. იყო თუ არა ლოიალური პირობები წინა მთავრობის მხრიდან და ბიზნესის კეთების რა ხელისშემწყობი დახელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა. როგორია სამართლებრივი სინამდვილე ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით და არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა და ბიზნესის განადგურების მცდელობა არსებული ხელისუფლების მხრიდან.

საზოგადოებრივ ჯგუფებთან აღნიშნული შეხვედრა ბიზნესმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიის ფარგლებში მეორე შეხვედრაა .